კოდი გიასი: ამბოხებული ლილუში

კოდი გიასი: ამბოხებული ლილუში“ (იაპონ. コードギアス 反逆のルルーシュ Kōdo Giasu: Hangyaku no Rurūshu?) — კომპანია Sunrise-ის იაპონური ანიმეს სერია, ასევე ადაპტირებული მანგების, ვიდეო თამაშების, რომანების, სრულმეტრაჟიანი ანიმე ფილმების და ოვების სახით.

კოდი გიასი: ამბოხებული ლილუში

DVD ყდა
コードギアス 反逆のルルーシュ Kōdo Giasu: Hangyaku no Rurūshu
(კოდი გიასი: ამბოხებული ლილუში)
ჟანრი მოქმედებითი
მანგა
ანიმე ტელესერიალი
კოდი გიასი: ამბოხებული ლილუში
რეჟისორი გორო ტანიგუჩი
სტუდია Sunrise
ორიგინალური არხი JNN (MBS), Animax
ინგლისურად ჩვენება ABC2
ორიგინალური ეთერი 5 ოქტომბერი, 2006 28 ივლისი, 2007
ეპიზოდები 25 (ეპიზოდები)

ანიმე ტელესერიალი რედაქტირება

2006 წლის 5 ოქტომბერს გამოვიდა ანიმე ტელესერიალი[1], რომელიც შეიცავდა 25 ეპიზოდს, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობა 22-25 წუთია. მისი ჩვენება დასრულდა 2007 წლის 28 ივლისს. ამის შემდეგ 2008 წლის 6 აპრილს გამოვიდა ანიმეს მეორე სეზონი „კოდი გიასი: ამბოხებული ლილუში R2“. ის შეიცავდა 25 ეპიზოდს. ამის შემდეგ 2008 წელს და 2009 წელს გამოვიდა ორი ანიმე ფილმი ოვას სახით.

ანიმეს მოკლე შინაარსი რედაქტირება

სერიალში აღწერილია ალტერნატიული რეალობა, სადაც ბრიტანეთის იმპერიას დაპყრობილი აქვს მსოფლიოს მესამედი, დაუმორჩილებელ ქვეყნებს კი სასტიკად სჯის. იაპონია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ბრიტანეთის იმპერიამ დაიპყრო და კოდურ ნომრად „11“ მიანიჭა, ხოლო იაპონელებს „თერთმეტები“. ამ ვითარებაში აჯანყდა გიასის ძალით დაჯილდოებული ბრიტანელი სტუდენტი, რომელიც ებრძვის თავისი მამის იმპერიას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. MoonPhase.cc – Anime. ციტირების თარიღი: 2007-06-11.