კოაჩელას ფესტივალი

კოაჩელას ფესტივალი (სრული სახელწოდება კოაჩელას ველის მუსიკის და ხელოვნების ფესტივალი, ინგლ. Coachella Valley Music and Arts Festival) — სამდღიანი მუსიკის და ხელოვნების ფესტივალი. ტარდება ყოველ წელს ინდიოში (კალიფორნია), კოაჩელას ველზე, კოლორადოს უდაბნოში. იგი დაარსდა 1999 წელს პოლ ტოლეტის და რიკ ვან სანტენის მიერ. ღონისძიების ორგანიზატორია Goldenvoice, AEG Live-ის შვილობილი კომპანია.[1] ფესტივალზე ტრადიციულად წარმოდგენილია როკის, ჰიპ-ჰოპის, ინდის და ელექტრონული ჟანრების მუსიკა, ისევე, როგორც ინსტალაციები და ქანდაკებები. მუსიკალური ღონისძიებების გამართვის ძირითადი სცენებია Coachella Stage, Outdoor Theatre, Gobi Tent, Mojave Tent და Sahara Tent.

ფესტივალის ლოგო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კრომლინი, რიჩარდ (3 იანვარი, 2004). „Rick Van Santen, 41; L.A. Promoter Helped to Advance Punk Rock Bands“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)