კლუჟ-ნაპოკა (რუმ. Cluj-Napoca) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ რუმინეთში, კლუჟის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი; გარდა ამისა, წარმოადგენს ტრანსილვანიის ისტორიულ ცენტრს. მდებარეობს ზღვის დონიდან 340 მ სიმაღლეზე, მდინარე სომეშულ-მიკის ნაპირზე. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 324,576 ადამიანი. ტრანსილვანიის დიდი სამრეწველო და მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია.

ქალაქი
კლუჟ-ნაპოკა
Cluj-Napoca
გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი კლუჟი
კოორდინატები 46°46′00″ ჩ. გ. 23°35′00″ ა. გ. / 46.76667° ჩ. გ. 23.58333° ა. გ. / 46.76667; 23.58333
მმართველი Emil Boc[1]
დაარსდა 1213
პირველი ხსენება 1173
ადრეული სახელები კოლოჟვარი, კლუჟი
ფართობი 179,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 340
მოსახლეობა 324 576[2] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 808 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +40 x64
საფოსტო ინდექსი 400xyz
საავტომობილო კოდი CJ-N
ოფიციალური საიტი primariaclujnapoca.ro
კლუჟ-ნაპოკა — რუმინეთი
კლუჟ-ნაპოკა

ისტორია რედაქტირება

პირველად მოიხსენიება 1173 წელს კლუჟის სახელწოდებით. 1316 წლიდან ქალაქია. მოიხსენიება II საუკუნეში პტოლემეს მიერ როგორც დაკიური სიმაგრე ნაპოკა. 1178-1180 წლებში კოლონიზებული იყო გერმანელების მიერ, რომლებმაც ირგვლივ მრავალი მონასტერი დააარსეს. ბარბაროსების შემოსევის შემდეგ ეწოდებოდა კულუსი. ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ გამოიყენებოდა აგრეთვე უნგრული სახელწოდება კოლოჟვარი. 1920 წელს შეუერთა რუმინეთს (1940-1945 წწ. უნგრეთის შემადგენლობაშია). მას შემდეგ რაც რუმინეთს ტრანსილვანია შეუერთდა ქალაქს ეწოდებოდა კლუჟი. 1970-იან წლებში ეწოდა კლუჟ-ნაპოკა.

ღირსშესანიშნაობა რედაქტირება

შემორჩენილია ციხესიმაგრის კედლების ნაშთი (XIII-XVII საუკუნეები), წმინდა მიხეილის გოტიკური ეკლესია (XIV-XV საუკუნეები, ჩრდილოეთი კოშკი — ფსევდოგოტიკა, XIX საუკუნე), კორვინების სახლი (XV-XVI საუკუნეები) და ფრანცისკელთა მონასტერი (XV-XVIII საუკუნეები), იეზუიტების ბაროკოს სტილის ეკლესია (1718-1724 წწ.) და ბანფის სასახლე (1774-1785 წწ.). აღსანიშნავია უნივერსიტეტისა და თეატრის ეკლექტიკური ხასიათის შენობები, სასტუმრო „ნაპოკა“ და სხვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Rezultatele alegerilor locale din 2016Central Electoral Bureau.
  2. Timis County at the 2011 census Romanian. INSSE (February 02, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 15 июля 2012.