კლიტოციბე

სოკოების გვარი ტრიქოლომასებრთა ოჯახისა

კლიტოციბე (ლათ. Clitocybe) — ქუდიანი სოკოების გვარი ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ხასიათდება ფეხის მიმართ დაღმავალი თეთრი ან ღიად შეფერილი ფირფიტებით. ცნობილია 250-მდე სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე. კლიტოციბეებს შორისაა საჭმელი და შხამიანი სოკოები. საჭმელებიდან ყველაზე გავრცელებულთა შორისაა: მინდვრის სოკო (C. nebularis), რომელიც ხშირად წარმოქმნის ე.წ. „ქაჯის წრეს“; სურნელოვანი კლიტოციბე (C. odo­ra) მოცისფრო-მომწვანი ქუდითა და ანისულის სურნელის მქონე თეთრი რბილობით და სხვ. შხამიანებიდან ხშირად გვხვდება: ცვილისებრი კლიტოციბე (C. phyllophila), ჭუჭყისფერ-თეთრი ქუდით, ცენტრში კუზისებრი ამონაზარდით; მოთეთრო კლიტოციბე (C. dealbata) ძაბრისებრი ქუდით და სხვ. ტყის ცხოვრებაში ყველა ეს სოკო მნიშნელოვან როლს თამაშობს — შლიან ტყია ნაფენს და ნიადაგს ამდიდრებენ საკვები ნივთიერებებით. უხვად გაზრდის დროს ალამაზებენ ტყეს.[1]

კლიტოციბე

სურნელოვანი კლიტოციბე (Clitocybe odo­ra)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ტიპი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  კლიტოციბე
ლათინური სახელი
Clitocybe (Fr.) Staude, 1857

სქოლიო რედაქტირება

  1. Гарибова Л. В. Говорушка // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 285.