კლიტემნესტრაბერძნულ მითოლოგიაში ტინდარეოსის და ლედას ასული, ელენეს და დიოსკურების და, აგამემნონის ცოლი, ქრიზოთემიდას, ორესტეს, იფიგენიასა და ელექტრას დედა. როდესაც ბერძენთ ჯარების მთავარსარდალი აგამემნონი ტროაში იბრძოდა, მოღალატე ცოლმა ეგისთე შეიყვარა და მასთან ერთად განაგებდა მიკენს. შინ დაბრუნებით გახარებული მეფე ცოლმა მზაკვრული ალერსით მიიღო, აბაზანაში შეიყვანა, სადაც მისი დახმარებით ეგისთემ მოკლა, ტახტზეც მკვლელი ავიდა და შვიდი წელი განაგებდა მიკენს. სხვა ვერსიით კლიტემნესტრამ ქმარი იმისათვის მოკლა, რომ ლამაზი ტყვე ქალი კასანდრა მოიყვანა და მისი შერთვა უნდოდა. როდესაც ორესტე გაიზარდა, ეგისთეც მოკლა და მოღალატე დედაც, რისთვისაც ის ერინიებმა გააგიჟეს.

კლიტემნესტრა მკვლელობის შემდეგ

ლიტერატურა რედაქტირება

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 257, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: