კლიპერტონი (ვნების კუნძული, ფრანგ. Île de Clipperton ან Île de la Passion) — საფრანგეთის ზღვისიქთა ტერიტორიაა მარჯნის ატოლი, მდებარეობს წყნარი ოკეანის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, კოსტა–რიკის დასავლეთით. 2007 წლის 21 თებერვლამდე ადმინისტრაციულად საფრანგეთის პოლინეზიას ეკუთვნოდა, თუმცა ახლა უშუალოდ პარიზი მართავს. კუნძული დაუსახლებელია, ტერიტორიული წყლები მდიდარია ბიორესურსებით, გარდა ამისა, შელფში დაფიქსირებულია ნიკელის, კობალტის, ოქროსა და მანგანუმის მარაგი. მთლიანად ატოლის ფართობი, ლაგუნის ჩათვლით, დაახლოებით 9 კმ²–ია, სიგრძე 4 კმ–მდეა, სიგანე — 2–2,5 კმ. მისი არსებობა საფრანგეთს საშუალებას აძლევს ფლობდეს დამატებით 440 000 კმ² ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.

კუნძულის მდებარეობა.

გალერეა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: