კლიენტელა (ლათ. clientēla) — საზოგადოებრივი ურთიერთობის ფორმა ძველ რომში; ეფუძვნებოდა ორმხრივ სამართლებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ ვალდებულებებს პატრონებსა და კლიენტებს შორის. პატრონი მფარველობას უწევდა უუფლებო ცალკეულ პირებს, რომლებიც სამაგიეროდ ვალდებულნი იყვნენ თავიანთი პატრონების მიმართ ერთგული და მორჩილი ყოფილიყვნენ. კლიენტს პატრონი აძლევდა მიწას, საქონელს და მას სამართლებრივად იცავდა, რის სანაცვლოდაც კლიენტი პატრონის რაზმში მსახურობდა. პატრონის მიერ კლიენტისადმი ვნების მიყენება სარწმუნოებრივ დანაშაულად ითვლებოდა. კლიენტელა წარმოიქმნა გვაროვნული წყობის დაშლის შემდეგ. რომის სამეფოსა და რესპუბლიკის პერიოდში კლიენტები პატრიციების მნიშვნელოვან სოციალურ დასაყრდენს წარმოადგენდნენ. ის ასევე ცნობილი იყო ეტრუსკებს შორის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • წერეთელი ა., ძველი რომი, ტ. 1-2, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1961.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება