კლერტმაგარა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ვაზის სახელწოდება მისი კლერტის გამძლეობას გამოხატავს.

ცალკეული ეგზემპლარებია ასპინძის, საროს, ტოლოშისა (ასპინძის მუნიციპალიტეტი) და აწყურის ბაღებში.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისა და მომრგვალო ფორმისაა. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ახასიათებს დატოტვა. საშუალო სიკუმსის ან მეჩხერია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი-წითელი, დაფარული სქელი ნაცრისფერი ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვნიანი, სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემოთი.

კლერტმაგარა სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 192