კლარა ელჩიბეგაშვილი

ქართველი ფილოსოფოსი

კლარა ელჩიბეგაშვილი (დ. 7 მარტი, 1948, ხაშურის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი, გორის უნივერსიტეტის რექტორი 2005-2007 წლებში.

კლარა ელჩიბეგაშვილი
გორის უნივერსიტეტის მე-5 რექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 – 2007
წინამორბედივიანორ ახალაია
მემკვიდრეზაზა ცოტნიაშვილი

დაბადებული7 მარტი, 1948 (1948-03-07) (76 წლის)
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი

ბიოგრაფია რედაქტირება

კლარა ელჩიბეგაშვილი დაიბადა 1948 წლის 7 მარტს, ხაშურის რაიონში. ხაშურის მე-3 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის სპეციალობით. შემდეგ სწავლა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში, აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1968 წლიდან კლარა ელჩიბეგაშვილი მუშაობდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ - დოცენტად. მრავალი წლის განმავლობაში იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. პარალელურად იკავებდა ფილოსოფიის კათედრის გამგის თანამდებობას.

პროფესორი კლარა ელჩიბეგაშვილი არის ორი მონოგრაფიისა და 21 სამეცნიერო შრომის ავტორი. 2004-2005 წლებში იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი (პირველი პირის ხელმოწერის უფლებით), 2005-2006 წლებში ასრულებდა რექტორის მოვალეობას, შემდეგ კი აირჩიეს რექტორის თანამდებობაზე, რომელსაც ის იკავებდა 2007 წლის სექტემბრამდე.[1][2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გორის უნივერსიტეტის რექტორები. www.gu.edu.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2019.
  2. კლარა ელჩიბეგაშვილის 70 წლის საიუბილეო ღონისძიება. www.gu.edu.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2019.