კიჭკიჭა (Crepis) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახია.

კიჭკიჭა
Crepis sibirica
Crepis sibirica
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Crepis

ცნობილია 200-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში. საქართველოში 12-მდე სახეობაა, მათ შორის 2 კავკასიის ენდემია.

იზრდება ბუჩქნარში, ტყის პირებზე, დეკიანებში, სუბალპურ ტანბრეცილ ტყეში, ალპურ მდელოზე და სხვა. ზოგ სახეობას საქონელი ეტანება. Crepis ciliata-ს მიწისზედა ნაწილები შეიცავს კაუჩუკს.

ლიტერატურა რედაქტირება