კიტრიულის ამაღლების ნაეკლესიარი

კიტრიულის ამაღლების ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კიტრიულში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაეკლესიარზე შემორჩენილია რიყის და ფლეთილი ქვის გროვა, აგრეთვე კედლის მცირე ფრაგმენტი. გათხრა-გაწმენდის გარეშე გეგმის წაკითხვა შეუძლებელია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 100