კირილ ბაბაევი (რუს. Кири́лл Влади́мирович Баба́ев; დ. 30 მაისი, 1978, მოსკოვი) — რუსი ბიზნესმენი, სწავლული და მეცნიერების პოპულარიზატორი, ლინგვისტი, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, ნუმიზმატი, საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

კირილ ბაბაევი
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1978(1978-05-30) (45 წლის)
დაბ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა მეცნიერი
მუშაობის ადგილი Russian State University for the Humanities და რუსეთის მეცნიერებათა აკადემია[1]
ალმა-მატერი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი

კირილ ბაბაევი არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ღია სააქციო საზოგადოება „სბერბანკ“-ის დირექტორი საკომუნიკაციო საკითხებში, ფუნდამენტალურ ლინგვისტურ კვლევათა ფონდის შემქმნელი, რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საგამომცემლო სახლის „ჲასკ“-ის აღმასრულებელი დირექტორი.

აკადემიური გზა რედაქტირება

  • 2000 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხალხთა მეგობრობის მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი სპეციალობით „აღმოსავლეთმცოდნეობა“ და „საერთაშორისო ურთიერთობები“.
  • 2005 წელს დაამთავრა სწავლა რუსეთის მთავრობასთან არსებულ სახალხო მეურნების აკადემიაში სპეციალობით „საფინანსო მენეჯმენტი“.
  • 2008 წელს რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია სპეციალობით „შედარებით-ისტორიული, ტიპოლოგიური და შეკავშირებითი ენათმეცნიერება“.

საინტერესო ფაქტი რედაქტირება

კირილ ბაბაევმა 2014 წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გახსნა მუზეუმი „თავსაბურავის სამყარო“. მუზეუმის გახსნამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და მას მსოფლიოში „ჯერ სრულიად უპრეცედენტო“ უწოდეს.

საჯარო-პოპულარული გამოსვლები, საზოგადოებრივი ცნობადობა რედაქტირება

კირილ ბაბაევის საჯარო გამოსვლების სატელევიზიო ჩანაწერები თემების მიხედვით.

პუბლიკაციები რედაქტირება

  • Бабаев К. В. Происхождение индоевропейских показателей лица. („ინდოევროპულ პირის მაჩვენებელთა წარმოშობა“) Москва: «Эйдос», 2008. ISBN 978-5-902948-30-8.
  • Бабаев К. В. Монеты Тмутараканского княжества. („ტმუტარაკანის სამთავროს მონეტები“) Москва: «Древлехранилище», 2009. ISBN 978-5-93646-157-6.
  • Бабаев К. В. Язык зиало: Очерк грамматики и словарь. („ზიალოს ენა: გრამატიკის ნარკვევი და ლექსიკონი“) — М.: РГГУ, 2011. — 409 с. — (Orientalia et Classica XXXIV. Труды Института восточных культур и античности). — ISBN 978-5-7281-1194-8. (обл.)
  • Babaev, Kirill. Zialo: the Newly-Discovered Mande Language of Guinea. Архивировано 12 мая 2012 года. München: Lincom, 2011. 260 pp. ISBN 978-3-86288-016-4.
  • Бабаев К. В. Нигеро-конголезский праязык. Личные местоимения. („ნიგერიულ-კონგოლეზური პრაენა. პირის ნაცვალსახელები.“) Москва: ЯСК, 2013. 606 стр. ISBN 978-5-9551-0642-7.
  • Бабаев К. В., Архангельская А. А. Что такое Африка. Научно-популярное издание. („რას წარმოადგენს აფრიკა. სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა“.) Москва: РИПОЛ Классик, 2015. 480 с., илл. ISBN 978-5-386-08595-7.
  • Бабаев К. В. История человечества в великих документах. („კაცობრიობის ისტორია უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებში“) Москва: Эксмо, 2018. 416 с., илл. ISBN 978-5-699-99727-5.
  • Бабаев К. В. Введение в африканское языкознание. („შესავალი აფრიკულ ენათმეცნიერებაში“) Москва: ЯСК, 2018. 352 с., илл. ISBN 978-5-6041006-1-5.
  • Бабаев К.В., Самарина И.В. Язык май. („მაის ენა“) Москва: ЯСК, 2018. 576 с., илл. ISBN 978-5-907117-34-1.
  • Бабаев К.В. Венец моды и традиции. Головные уборы народов мира. („მოდისა და ტრადიციის გვირგვინი. მსოფლიოს ხალხთა თავსაბურავები“) Москва: РИПОЛ Классик, 2020. 192 с., илл. ISBN 978-5-386-13659-8.

ბმულები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

  1. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1