კინტო — ძველ თბილისში ხელზე მოვაჭრე, განეკუთვნებოდა წვრილ ვაჭართა კლასს. გამოირჩეოდა მოსწრებული სიტყვა-პასუხით და თავისებური ჩაცმა-დახურვით (მაღალსაყელოიანი, საკინძშემოხსნილი დაწინწკლული ჩითის პერანგი, მოკლე, შავი, ნაოჭიანი ახალუხი, უბეგანიერი მონაოჭებული შარვალი, მესტები, ზოგჯერ ყელდაკეცილი „დაწყობილი ჩექმები“, ვერცხლის აბზინდიანი სარტყელი, აბრეშუმის ან ჩითის ხელსახოცით). თაბახზე გაწყობილ ხილსა და ბოსტნეულს გასაყიდად ქუჩებში თავით დაატარებდა. კინტო თბილისის ყოფას XX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩა.

თბილისელი კინტო.

კინტოს აგრეთვე აქვს გადატანითი მნიშვნელობა — ცუღლუტი, ლაზღანდარა, მასხარა.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • გრიშაშვილი ი., ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, ტფ., 1927;
  • ჩხეტია შ., ტფილისის ისტორიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1938, ნაკვ. 1;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება