კინკანი, კუმკვატი[1] (ლათ. Fortunella) — მარადმწვანე ხეების და ბუჩქების გვარი ტეგანისებრთა ოჯახისა. მჭიდროდ დატოტვილი, 2-3 მ სიმაღლის მცენარეა.

კინკანი
Fortunella margarita
Fortunella margarita
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Fortunella

აქვს ვიწრო და წვეტიანი ფოთოლი, თეთრი ყვავილი, წვრილი (2 სმ-მდე დიამეტრის), მოტკბო-მომჟავო ნაყოფი. ყვავილობს ივლისში, ნაყოფი იანვარ-თებერვალში მწიფდება. მისგან ამზადებენ მურაბას, იყენებენ საკონსერვო წარმოებაში და დეკორატიული მიზნით.

საქართველოში გავრცელებულია „ნაგამი“, რომელიც დეკემბერში იკრიფება და კარგად ინახება, იჭმება კანიანად.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კინკანი ანუ კუმკვატი – ნარინჯოვანთა ჯგუფის მარადმწვანე მცენარე. აგროკავკასია (10 სექტემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021