კიკილაანთ ეკლესია

კიკილაანთ ეკლესიაეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით ნახევარი კილომეტრის მოშორებით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ, ოდნავ ნალისებრ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ნიშია. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. გადახურვა არ არის შემორჩენილი.

ლიტერატურა რედაქტირება