კიანუ რივზი

კანადელი მსახიობი, პროდიუსერი და მუსიკოსი

კიანუ ჩარლზ რივზი (/kˈɑːn/[1], ინგლ. Keanu Charles Reeves; დ. 2 სექტემბერი, 1964[2][3]) — კანადელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მუსიკოსი. იგი ყველაზე მეტად ცნობილია სამსახიობო კარიერით, რომელიც 1985 წელს დაიწყო და სამ ათწლეულზე მეტი მოიცვა. მის უფრო ცნობილ როლებს შორის არის პერსონაჟები ბლოკბასტერული ფილმებიდან. აღსანიშნავია ფრენჩაიზი „ბილი და ტედი“ (1989–1991); მოქმედებითი თრილერები „ტალღების ქიმზე“ (1991), „სიჩქარე“ (1994) და ფილმების სერია „ჯონ უიკი“; ფსიქოლოგიური თრილერი „ეშმაკის ადვოკატი“ (1997); ზებუნებრივი ჟანრის „კონსტანტინი“ (2005) და სამეცნიერო ფანტასტიკის/მოქმედებითი ჟანრების „მატრიცა“ (1999–2003). აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში „სახიფათო კავშირები“ (1988), „ჩემი პირადი შტატი აიდაჰო“ (1991) და „პატარა ბუდა“ (1993), ისევე, როგორც რომანტიკულ საშინებათა ფილმში „ბრემ სტოკერის დრაკულა“ (1992).

კიანუ რივზი

კიანუ რივზი 2019 წელს
დაბადების სახელი კეიანუ ჩარლზ რივზი
დაბადების თარიღი 2 სექტემბერი, 1964 (1964-09-02) (59 წლის)
ბეირუთი, ლიბანი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1984-დღემდე

კინოინდუსტრიაში აქტიური წლებით დაწყებული, რივზმა მოიპოვა კრიტიკოსების აღიარება.[4] თანამშრომლობდა სტივენ ფრირზთან, გას ვან სენტთან და ბერნარდო ბერტოლუჩისთან. განსახიერებული როლებისთვის მან მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის - ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

კინოკარიერის წლების განმავლობაში იგი სხვა შემოქმედებასაც ეწეოდა. უკრავდა ჯგუფებში Dogstar და Becky. შესრულებული აქვს ჰამლეტის როლი მანიტობას თეატრალური ცენტრის მიერ დადგმულ ამავე სახელწოდების პიესაში. აქვს დაწერილი ტექსტი ალექსანდრა გრანტის მიერ ილუსტრირებული წიგნისთვის „ოდა ბედნიერებას“. აგრეთვე არის დოკუმენტურ ფილმის „გვერდიგვერდ“ პროდიუსერი და აღმოსავლური ორთაბრძოლების შესახებ შექმნილი „ტაი-ჩის ოსტატის“ რეჟისორი

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1988 სახიფათო კავშირები Dangerous Liaisons შევალიე რაფაელ დენსენი
1991 ტალღების ქიმზე Point Break ჯონი იუტა
1991 ჩემი პირადი შტატი აიდაჰო My Own Private Idaho სკოტ ფეივორი
1992 ბრემ სტოკერის დრაკულა Bram Stoker's Dracula ჯონათან ჰარკერი
2003 სიყვარული წესების გარეშე Something's Gotta Give ჯულიან მერსერი
2006 სახლი ტბასთან The Lake House ალექს უაილერი
2019 სათამაშოების ისტორია 4 Toy Story 4 დიუკ კაბუმი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. NLS: Say How, Q-T. Library of Congress. ციტირების თარიღი: March 25, 2017
  2. „Monitor“. Entertainment Weekly (1275). September 6, 2013. p. 25.
  3. Keanu Reeves biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-22.
  4. Movie Review – Point Break – Review/Film; Surf's Up For F.B.I. In Bigelow's 'Point Break' – NYTimes.com