კვირიტები (ლათ. Quirites) — მოქალაქეების სახელწოდება რესპუბლიკის დროს ძველ რომში. იხმარებოდა ოფიციალური მიმართვისას (Populus Romanus Quiritium). ტერმინი კვირიტები ნაწარმოებია co-uria-დან (კურია, მამაკაცთა კავშირი). თავდაპირველად კვირიტები კურიების წევრები იყვნენ, რომელთა ერთობლიობამ (რომის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში) შეადგინა რომის მოქალაქეობა (მათ განსაკუთრებულ უფლებას წარმოადგენდა "კვირიტული უფლებები" და "კვირიტული საკუთრება").

ლიტერატურა რედაქტირება