კვიპროსის გეოგრაფია

კვიპროსი — კუნძულოვანი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით. ხმელთაშუა ზღვაში ეს კუნძული მესამეა ფართობით (იტალიური კუნძულების სიცილიისა და სარდინიის შემდეგ) და მას მსოფლიოს კუნძულებს შორის 81-ე ადგილი უკავია ფართობის მხრივ. კვიპროსი მდებარეობს მცირე აზიის ნახევარკუნძულის (თურქეთის) სამხრეთით, კუნძული რამდენიმე კილომეტრითაა დაცილებული აზიის კონტინენტს. ეს ტერიტორია განეკუთვნება დასავლეთ აზიას[1] იგივე ახლო აღმოსავლეთს:[2] კვიპროსი თავისი მდებარეობიდან გამომდინარე აგრეთვე შიძლება მივაკუთვნოთ სამხრეთ ევროპას და ჩრდილოეთ აფრიკას. ეს ტერიტორია შედიოდა ჯერ საბერძნეთის, ხოლო შემდგომ ლევანტის, ბიზანტიის და ბრიტანეთის შემადგენლობაში. 2004 წლის 1 მაისს კვიპროსის რესპუბლიკა გაწევრიანდა ევროკავშირში.

ნასას მიერ გადაღებული, კუნძულ კვიპროსის სატელიტური ფოტო.
კვიპროსის ტოპოგრაფიული რუკა

კვიპროსის კუნძული თურქეთისგან დაშორებულია 75 კილომეტრით, სირიიდან და ლიბანიდან შესაბამისად, 105 და 108 კილომეტრით, ისრაელიდან 200 კმ-ით, კვიპროსის სამხრეთით მდებარეობს ეგვიპტე რომლისგანაც 380 კილომეტრითაა დაცილებული, ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს საბერძნეთის შემადგენლობაში არსებული დოდაკენსის კუნძულები.

კუნძულზე ფიზიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილი მთიან რელიეფს უკავია. ტროდოსის მთები ძირითადად მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში და მოიცავენ ტერიტორიის დიდ ნაწილს, აქ მდებარეობს კუნძულის უმაღლესი წერტილი მთა ოლიმპი (1,952 მ). კირნიას ქედი მოიცავს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს, ეს მთები დიდი სიმაღლით არ გამოირჩევა. კუნძულზე არის აგრეთვე ორი მთათა სისტემა. დაბლობებს ძირითადად ტერიტორიის აღმოსავლეთი ნაწილი უკავია.

გეოპოლიტიკური, თვალსაზრისით კუნძული იყოფა ოთხ ნაწილად. კვიპროსის რესპუბლიკა მოიცავს, კუნძულის დიდ ნაწილს, მის მთავრობა მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანამ ცნო. ჩრდილოეთი კვიპროსი მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში და ის მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. გაეროს მიერ აქ შექმნილია ბუფერული ზონები რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს ორ ტერიტორიას, ამ ტერიტორიების მმართველია გაერთიანებული სამეფო, კვიპროსზე არსებული ბუფერული ტერიტორიები გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიაა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება