კვინობი (ბერძ. κοινοβιος, ერთობლივი ცხოვრება, საერთო საცხოვრებელი; κοινός + βίος, საერთო + ცხოვრება) – ქრისტიანული სამონასტრო კომუნა, განდეგილობასთან ერთად სამონასტრო ცხოვრების ორიდან ერთი ფორმა. ძველი ქართული ენის ძეგლებში მის აღსანიშნავად გვხვდება კჳნობი, ან კჳნობიონი.[1][2]. სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია ასევე ლათინიზირებული ფორმიდან მომდინარე ტერმინი კენობიტური მონასტერი.

პირველი კენობიტური მონასტერი დააარსა პახომი დიდმა 318 წელს სამხრეთ ეგვიპტეში. კვინობის ცხოვრებას აწესრიგებს მონასტრის წესდება, ანუ ტიპიკონი. კენობიტურ მონასტერში მცხოვრებ მონაზვნებს არ აქვთ საკუთრების უფლება და მათი შრომის ყოველგვარი ნაყოფი მონასტრის საკუთრებაა. კვინობის წინამძღვარს კვინობიარხი ეწოდება.

სქოლიო რედაქტირება

  1. სარჯველაძე ზურაბ, ძველი ქართული ენის სიტყვის კონა, თბ., 2001, გვ. 108
  2. მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI საუკუნისა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვ. იმნაიშვილმა, თბ., 1975, გვ. 413

ლიტერატურა რედაქტირება

  • C.H. Lawrence, “Chapter 1: The Call of the Desert” in Medieval Monasticism, 3rd edition, (Toronto: Pearson Education Limited, 2001), 7.
  • James E. Goehring, "Withdrawing from the Desert: Pachomius and the development of Village Monasticism in Upper Egypt," Harvard Theological Review 89(1996), 275.
  • Lawrence, 8; Marilyn Dunn, “Chapter 2: The Development of Communal Life” in The Emergence of Monasticism: From the Desert Fathers to the Early Middle Ages, (Malden, MA: Blackwell Publishers Incorporated, 2000), 30.
  • Harold W. Attridge and Gohei Hata, “The Origins of Monasticism” in Ascetics, Society, and the Desert : Studies in Egyptian monasticism, (Harrisburg, PA: Trinity Press International, 1999), 28.
  • William, S.J. Harmless, “Chapter 5: Pachomius” in Desert Christians - An Introduction to the Literature of Early Monasticism. (New York: Oxford University Press, 2004), 118.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება