კვერნაულის პირველი სამლოცველო

კვერნაულის პირველი სამლოცვლო — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვერნაულაში, მთის ტყიან ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სამლოცველო უაფსიდო დარბაზული ნაგებობაა, ნაშენია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: სამხრეთ და დასავლეთ კედლები მთლიანადაა დანგრეული, ჩრდილოეთისა ნაწილობრივ აღმოსავლეთ კედელი 2,25 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში კი სწორკუთხა ნიში

ლიტერატურა რედაქტირება