კვახჭირისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიცპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ოდილაური, სარბევი). სოფელში მოქმედებს საექიმო პუნქტი და საჯარო სკოლა.

სოფელი
კვახჭირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი კვახჭირი
კოორდინატები 42°12′21″ ჩ. გ. 42°44′02″ ა. გ. / 42.20583° ჩ. გ. 42.73389° ა. გ. / 42.20583; 42.73389
პირველი ხსენება XIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 130
მოსახლეობა 647[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კვახჭირი — საქართველო
კვახჭირი
კვახჭირი — იმერეთის მხარე
კვახჭირი

ისტორია რედაქტირება

კვახჭირი ისტორულ წყაროებში იხსენიება XIII საუკუნიდან. დოკუმენტის მიხედვით დავით ნარინის მეუღლე თამარ დედოფალმა ბეღე ქვაბულიძისგან შეიძინა სოფელი კვახჭირი..[2] 1820-იან წლებში სოფელში ცხოვრობდა 30 ოჯახი.[3]

გეოგრაფია რედაქტირება

სოფელი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე წყალწითელის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 130 მეტრი. თერჯოლიდან 35 კილომეტრი. სოფელში არის მარმარილოს საბადო.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 647 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 801 387 414
2014[1]   647 317 330

ტრანსპორტი რედაქტირება

სოფელში გადის რკინიგზის ხაზი სამტრედია-ხაშურის ხაზზე. არის რკინიგზის ბაქანი. სოფელში გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ქუთაისი-ვარციხე.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 218 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  3. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 168 — „განათლება“, თბილისი, 1987
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II