კესარია გურიელი (დ. 1785 — გ. 1861, კულაში) — სიმონ III გურიელის ასული.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1785 წელს. ბავშვობიდან დაინიშნა ასევე მცირეწლოვან აბდი-ბეგ ხიმშიაშვილზე (სელიმ-ფაშას ძე)[1]. იზრდებოდა ადი-ბეგის ძმის, შემდგომში ახალციხის ფაშის აჰმედ-ფაშის ოჯახში. ბავშვობიდან იზრდებოდა მუსულმანური ზნით და წესებით. შეეძინა შვილები: დედა-ბეგი, კამილ-ბეგი, ნარი-ბეგი, შექარ-ბეგი და ესმა.

მისი ძმის მამია გურიელის მიერ გურიის მთავრად გახდომის შემდეგ დატოვა აჭარა და გურიაში ქალიშვილ ესმასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. გარდაიცვალა 1861 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985, გვ. 186