„კეპლერ-22“ — ვარსკვლავი, რომელიც გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მის ორბიტაზე პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს. „კეპლერ-22“ ოდნავ პატარა და ცივია მზეზე,[1] რომელსაც ჰელიუმზე მძიმე ელემენტების დაბალი რაოდენობა გააჩნია. ის G5 სპექტრული ტიპის ვარსკვლავია, ხოლო მისი სიკაშკაშის კლასი ისევ გამოუცნობი რჩება. მისი სიკაშკაზე მზის 79%-ს აღწევს, რომელიც ძირითადად მისი გარე ატმოსფეროდან მოდის, რომლის ტემპერატურაც 5,518 K-ს აღწევს. დაახლოებითი მანძილი ამ ვარსკვლავამდე 620 სინათლის წელიწადია (190 პარსეკი)

კეპლერ-22

კეპლერ-22 (ინგ. Kepler-22)
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: გედი
პირდაპირი ასვლა: 19სთ 16წთ 52,2წმ
დახრილობა: 47გრად 53მინ 4,2სეკ
ვარსკვლავიერი სიდიდე: 11.664

პლანეტური სისტემა რედაქტირება

2011 წლის 5 დეკემბერს კეპლერის მისიაზე მომუშავე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში ბრუნავდა.[2] მათ ამის აღმოსაჩენად კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს. ეს იმიტომ არის ასე საყურადღებო, რომ ის არის პირველი პლანეტა, რომელიც დედამიწის ზომისგან დიდად არ განსხვავდება (2-ჯერ დიდი) და დაადასტურეს, როგორც სასიცოცხლო ზონაში მბრუნავი პლანეტა.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. Kepler Confirms First Planet in Habitable Zone of Sun-Like Star. Universe Today (2011-12-05).
  2. Boyle, Rebecca. (December 5, 2011) Kepler Team Confirms First Earth-like planet in a habitable zone, And Finds 1,094 More Worlds. Popular Science. ციტირების თარიღი: December 5, 2011.[მკვდარი ბმული]
  3. NASA Telescope Confirms Alien Planet in Habitable Zone. Space.com (2011-12-05).