კენკროვანნი (ლათ. Thymelaeaceae) — ფურცლებგანცალკევებულ ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უმრავლესობა ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა, მცირე ნაწილი კი — ბალახი. აქვთ კიდემთლიანი პატარა და ვიწრო ფოთლები, ორსქესიანი აქტინომორფული ყვავილები, კაშკაშა ჯამი და ყვავილსაჯდომი გვირგვინის ფურცელი ან არა აქვთ ან ძალზე პატარა და ქერქლისებრი. ნაყოფი კაკლუჭა ან კურკიანაა.

კენკროვანნი
Daphne striata
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Thymelaeaceae

ოჯახში 50-მდე გვარი და 600-მდე სახეობაა. ძირითადად გავრცელებულია ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში. ბევრი სახეობის ქერქში არის ლაფნის ბოჭკო. საქართველოში 3 გვარის 8 სახეობაა, მათ შორის მაჯაღვერიც.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება