კენდრიკ ლამარ დაკუორთი (დ. 1987 წლის 17 ივნისს) — ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი კომპტონიდან, კალიფორნიიდან.[1] 2004 წელს ლამარმა კონტრაქტი გააფორმა კარსონულდამოუკიდებელ ხმის ჩამწერ კომპანია Top Dawg Entertainment-თან (TDE). 2012 წელს ლამარმა კონტრაქტი ისეთ დიდ ჩამწერ კომპანიებთან მოიპოვა, როგორებიცაა Aftermath Entertainment და Interscope Records. სოლო კარიერის გარდა, ლამარი ასევე ცნობილია, როგორც დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპ სუპერჯგუფის, Black Hippy-ს წევრი. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან მისი TDE ლეიბლის წევრები და სამხრეთ ლოს-ანჯელესელი რეპერები Ab-Soul, Jay Rock და Schoolboy Q.[2]

კენდრიკ ლამარი

კენდრიკ ლამარი, პულიცერის პრემია 2018
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კენდრიკ ლამარ დაკუორთი
აგრეთვე ცნობილი როგორც
  • K.Dot
  • oklama
  • Kung Fu Kenny
დაბ. თარიღი 17 ივნისი, 1987
დაბ. ადგილი კომპტონი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • კომპოზიტორი
  • პროდიუსერი
  • მსახიობი
აქტიური 2003-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი oklama.com
კენდრიკ ლამარი ვიკისაწყობში

ლამარმა თავისი მუსიკალური კარიერა მოზარდობისას, მეტსახელით K-Dot წამოიწყო და მიქს-ფირი გამოუშვა, რომელმაც ადგილობრივი ყურადღება მოუტანა. დიდი წარმატება 2010 წელს, თავისი პირველი გასაყიდი ჩანაწერის, Overly Dedicated-ის გამოშვების შემდეგ მოიპოვა. მომდევნო წელს iTunes-ში ექსკლუზიურად გამოუშვა Section.80, პირველი დამოუკიდებელი ალბომი. ალბომმა კრიტიკოსებისგან მოწონება დაიმსახურა და ჩარტებში მაშინვე წლის ერთ-ერთ საუკეთესო ციფრულ ჰიპ-ჰიპ გამოშვებად იქცა.[3] ალბომმა ლამარს პირველი სინგლი, "HiiiPoWeR" მოუტანა. თავის ადრეულ კარიერაში, პირველ  დიდი ხმის ჩამწერი კოპმანიის სადებიუტო ალბომამდე, ლამარმა ბევრი ინტერნეტ მიმდევარი მოაგროვა და უკვე ნამუშევარი ჰქონდა ჰიპ-ჰიპ ინდუსტრიაში რამდენიმე გამოჩენილ შემსრულებელთან, როგორიცაა The Game, სნუპ დოგი, Wiz Khalifa, Drake, Talib Kweli, ბასტა რაიმზი, E-40, უორენ ჯი, ლილ უეინი და სხვანი.

წამყვან ლეიბლზე ლამარის პირველი სადებიუტო ალბომი, good kid, m.A.A.d city გამოვიდა 2012 წლის ოქტომბერში და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ალბომი შეიცავდა ტოპ 40-ში მოხვედრილ ჰიტებს "Swimming Pools (Drank)", "Bitch, Don't Kill My Vibe" და "Poetic Justice". გამოშვებისას, ალბომმა შეერთებული შტატების Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილს მიაღწია და მოგვიანებით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA) პლატინის სერტიფიკატი მიიღო. გრემის 56-ე დაჯილდოებაზე (2014) ლამარი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ახალი მომღერლის, წლის ალბომის და საუკეთესო რეპ სიმღერის კატეგორიებში. ერთი წლის შემდეგ, გრემის 57-ე დაჯილდოებაზე (2015) ლამარმა სინგლისთვის, "i" საუკეთესო რეპ შესრულების და საუკეთესო რეპ სიმღერის ჯილდო მოიპოვა. 2015 წლის მარტს ლამარმა მესამე ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით To Pimp a Butterfly, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა. ალბომმა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში და გაერთიანებულ სამეფოში, ჩარტებში პირველ ადგილამდე მიაღწია.

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Markman, Rob. (September 8, 2011) Freddie Gibbs, Kendrick Lamar Explain #1 Rule Of Ghostwriting. MTV. ციტირების თარიღი: May 7, 2013.
  2. Jay Rock, Kendrick Lamar, Ab-Soul and Schoolboy Q form quasi-supergroup Black Hippy.
  3. Cool, Just Be. (2011)KENDRICK LAMAR: Releases Section.80 on iTunes > Biography. laxpaperboys. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 10, 2013. ციტირების თარიღი: October 26, 2011.