კენდალ ნიკოლი ჯენერი (ინგლ. Kendall Nicole Jenner; დ. 3 ნოემბერი, 1995, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ)[1]ამერიკელი მოდელი.

კენდალ ჯენერი

კენდალ ჯენერი 2019 წელს
დაბადების სახელი კენდალ ნიკოლი ჯენერი
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1995 (1995-11-03) (28 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ.
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი;
აქტიური 2007-დღემდე
სიმაღლე 179 სმ
წონა 54 კგ
მშობლები მამა: კეტლინ ჯენერი
დედა: კრის ჯენერი
ნათესავები კაილი ჯენერი; კიმ კარდაშიანი; ქლოი კარდაშიანი; კორტნი კარდაშიანი.

ბიოგრაფია რედაქტირება

კენდალ ნიკოლი ჯენერი დაიბადა 1995 წლის 3 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში. არის კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრი. მისი მეორე სახელი-ნიკოლი, კრის ჯენერის მეგობრის, ნიკოლ ბრაუნ სიმფსონის საპატივცემულოდ დაერქვა, ბრაუნი 1994 წელს მოკლეს[2]. არის კეიტლინ ჯენერისა და კრის ჯენერის შვილი. კენდალი თავის დასთან კაილი ჯენერთან და 8 ნახევარ და-ძმასთან ერთად გაიზარდა.

მისი და კაილი ჯენერი ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი, მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანია. გარდა ამისა ჰყავს ნახევარდები: კიმი, კლო, კორტნი კარდაშიანები და ძმები. 2007 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა შოუში „კარდაშიანების ოჯახი“. მოდელობა 2009 წელს დაიწყო. კენდალი სწავლობდა Sierra Canyon School-ში[3] . შემდეგ კი სახლში სწავლა განაგრძო, სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად. მან სწავლა 2014[4] წელს დაამთავრა.

კარიერა რედაქტირება

 
კენდალ ჯენერი „მეტ გალაზე“, 2021 წელს

კენდალ ჯენერმა მოდელობა 14 წლის ასაკში, 2009 წელს დაიწყო, როდესაც კენდალის დედამ, სამოდელო სააგენტოსთან Wilhelmina Models-თან[5] თანამშრომლობა დაიწყო. მისი პირველი სამოდელო სამსახური სამოდელო სახლის „Forever 21“-ისთვის ფოტოსესიაში მონაწილეობა იყო. 2011 წლის სექტემბერს, შერი ჰილის სამოდელო სახლის ტანისამოსი წარადგინა Mercedes-Benz[6][7]-ის მოდის კვირეულზე. 2012 წლის ბოლოს, ის იყო ისეთი ჟურნალების გარეკნებზე, როგორიცაა: „American Cheerleader“,[8][9] „Teen Prom“,[10] „Looks“, „Raine“, „GenLux“[11], „Lovecat“[12], და „Flavour Magazine“[13]. 2012 წლის ნოემბერს მან, Victoria Secret-ის ფოტოგრაფთთან-რაშელ ჯეიმსსთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელბა დაიწყო.

ერთ-ერთ პოდიუმზე გამოსვლის შემდეგ მან მოგვიანებით თქვა: - ”მშვენიერი იყო, როდესაც ხალხი არ მიცნობდა. თითქოს ვამბობდი ”მადლობა, გთხოვთ, არ მიცნოთ”.

მას შემდეგ იგი ასევე ნახეს შანელის პოდიუმზე.

კენდალს მის დასთან კაილი ჯენერთან ერთად ტანსაცმლის ქსელი აქვს. კენდალის ნახევარ-დის კიმ კარდაშიანის ცნობით კენდალი 2014 წელს, „US Vogue“-ის გარეკანზეც მოხვდა. ამავე წლის 14 აპრილს, კენდალი ერთ-ერთი ჟურნალის მიერ, დასახელებული იყო, როგორც ერთ-ერთი ადამიანი, 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის, მთელს დედამიწაზე.

forbes magazines-ცნობით, კენდალი 2018 წელს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი მოდელი გახდა.

ჯენერმა თავისი სატელევიზიო კარიერა 2007 წელს დაიწყო, როდესაც „Keeping Up with the Kardashians“-ში მონაწილეობა მიიღო. მასთან ერთად, სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობას იღებდნენ მისი ნახევარ-დები. 2010 წელს კენდალი ბოი-ბენდ „One Call“-ის, მუსიკ ვიდეოში, „Blacklight“-ში გადაიღეს, მსახიობ ეშლი ბენსონთან ერთად.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

წარსულში ხვდებოდა მომღერალ ჰარი სტაილზსა და კალათბურთელ ბლეიკ გრიფინს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Nesvig, Kara. (November 3, 2015) 10 Reasons Why Kendall Jenner Would Make the Perfect Sister in honor of her 20th birthday. Teen Vogue. Condé Nast (Advance Publications). ციტირების თარიღი: November 22, 2015.
  2. Gray, Lorna (April 12, 2016). „Kendall Jenner explains the importance behind her middle name 'Nicole'. Cosmopolitan. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 14, 2016. ციტირების თარიღი: April 12, 2016. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  3. Lipton, Lauren (June 7, 2013). „Kendall Jenner, a Sister Who Does More Than Keep Up“. The New York Times. ციტირების თარიღი: December 2, 2015.
  4. Bailey, Alyssa. (July 24, 2015) Kendall and Kylie Jenner Got a Crazy Surprise Graduation Party. Elle. ციტირების თარიღი: December 2, 2015.
  5. Youngest Kardashian, 14, Signs On to Modeling Agency. Us Weekly. Wenner Media LLC (January 6, 2010). ციტირების თარიღი: November 16, 2014.
  6. Sherri Hill: Runway SS12. Mercedes-Benz Fashion Week. IMG Worldwide. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2015. ციტირების თარიღი: May 17, 2015.
  7. Gibson, Cristina (September 15, 2011). „See Kendall Jenner's Runway Modeling Debut!“. E! News (NBCUniversal). ციტირების თარიღი: June 18, 2015.
  8. „Kendall Jenner's First Cover Shoot!“. E! News (NBCUniversal). n.d. ციტირების თარიღი: June 1, 2016.
  9. Rodriguez, Priscilla. (April 29, 2011) What Helped Kendall Jenner Come Out of Her Shell? Cheering!. Teen. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2015. ციტირების თარიღი: September 24, 2015.
  10. Jenner, Kendall. (n.d.) My 'Teen Prom' Cover!. Kendall & Kylie Jenner. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 9, 2015. ციტირების თარიღი: November 21, 2015.
  11. Banks-Coloma, Sophia. (September 24, 2012) On Set With Kendall Jenner and Genlux Magazine. StyleHunter. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2015. ციტირების თარიღი: June 18, 2015.
  12. Mau, Dhani (December 12, 2011). „Sneak Peek: Kendall Jenner's 'Sexy' Shoot For Lovecat (With Cute Cartoons!)“. Fashionista. ციტირების თარიღი: April 6, 2016.
  13. Wan, Tiffany. (May 30, 2012) Go Behind the Scenes of Kendall Jenner's Bikini Shoot for Flavor Magazine. Wetpaint. Viggle Inc.. ციტირების თარიღი: December 1, 2015.