კეისუკე კინოშიტა (იაპონ. 木下 惠介, დ. 5 დეკემბერი, 1912 ― გ. 30 დეკემბერი, 1998) ― იაპონელი კინორეჟისორი და სცენარისტი.[1] კინოშიტა საერთაშორისოდ ნაკლებადაა ცნობილი მის თანამედროვეებთან, აკირა კუროსავასთან, კენძი მიძოგუტისთან და იასუძირო ოძუსთან შედარებით, თუმცა იაპონიაში 1940-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე როგორც კრიტიკოსების, ისე მაყურებელთა მხრიდან იყო დაფასებული. ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა: „კარმენი შინ ბრუნდება“ (1951), რომელიც პირველი იაპონური სრულმეტრაჟიანი ფერადი ფილმია,[2] „იაპონური ტრაგედია“ (1953), „ოცდაოთხი თვალი“ (1954), „ის ველურ ქრიზანთემას ჰგავდა“ (1955), „სიხარულისა და მწუხარების დროება“ (1957), „ლეგენდა ნარაიამაზე“ (1958) და „მდინარე ფუეფუკი“ (1960).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ronald Bergan "A satirical eye on Japan: Keisuke Kinoshita", The Guardian, 5 January 1999.
  2. Jacoby, Alexander (2008). A Critical Handbook of Japanese Film Directors. Stone Bridge Press, გვ. 111–113. ISBN 9781933330532.