კეგე (დან. Køge) — ქალაქი და საზღვაო პორტი დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე, კოპენჰაგენიდან 39 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. წარმოადგენს კეგეს მუნიციპალიტეტის უმთავრეს ქალაქს. 2012 წლის მონაცემებით, ურბანულ არეალში 35 295 ადამიანი ცხოვრობს.[1]

ქალაქი
კეგე
დან. Køge

ფრედერიკ VII-ის ძეგლი კეგეში
გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი ზელანდიის რეგიონი
კოორდინატები 55°27′00″ ჩ. გ. 12°11′00″ ა. გ. / 55.45000° ჩ. გ. 12.18333° ა. გ. / 55.45000; 12.18333
ცენტრის სიმაღლე 3 მეტრი
მოსახლეობა 35 295 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 4600
ოფიციალური საიტი koege.dk
კეგე — დანია
კეგე

ბუნებრივმა ნავსადგომმა და სტრატეგიულმა მდებარეობამ კეგეს საბაზრო ქალაქად ჩამოყალიბებას შეუქყო ხელი. დღეისათვის, კარგადაა შემონახული ქალაქის ძველი ნაწილი, სადაც უამრავი ნახევრად ხის სახლია.

კეგე კოპანჰაგენის მეტროპოლიურ არეალშია მოქცეული და მას ტრამვაის სისტემით უკავშირდება. ქალაქის გავლით მიმდინარეობს ახალი სარკინიზგსო ხაზის მშენებლობა, რომელიც კოპენჰაგენსა და რინგსტედს დააგავშირებს, მშენებლობის დასრულება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი. შედეგად, კეგე დანიის სატრანსპორტო სისტემის კვანძად იქცევა.[2]

ისტორია რედაქტირება

კეგე ოფიციალურად 1288 წელს დაარსდა, როდესაც ის საბაზრო ქალაქი გახდა, საეკლესიო ცენტრ ქალაქ როსკილეს საპირისპიროდ. შუა საუკუნეების გვიანდელ პერიოდში კეგე მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი იყო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark
  2. Køge-borgmester henrykt over ny jernbane. Danmarks Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-21. ციტირების თარიღი: 2010-09-26. (დანიური)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კეგე&oldid=4245807“-დან