კახამარკის ბრძოლა

კახამარკის ბრძოლა
ინკების დაპყრობის ნაწილი
თარიღი 16 ნოემბერი 1532
მდებარეობა ქალაქი კახამარკა, პერუ
შედეგი ესპანელების გამარჯვება
მხარეები
ესპანეთი ინკების იმპერია
მეთაურები
ფრანსისკო პისარო ატაჰუალპა
ძალები
106 ქვეითი
60 კავალერისტი
12 არკებუზი
4 ქვემეხი
7 000 ატაჰუალპას გარემოცვის წევრი
დანაკარგები
1 დაჭრილი მეფის თითქმის ყველა თანმხლები დაღუპული
კახამარკის ბრძოლა ვიკისაწყობში

კახამარკის ბრძოლაფრანსისკო პისაროს მეთაურობით ესპანელი კონკისტადორების მცირე რიცხოვანი რაზმის შეტევა 7 000 უიარაღო მეფე ატაჰუალპას თანმხლებ პირზე. ეს ბრძოლა გახდა კულმინაცია მრავალთვიანი დაპირისპირებისა პისაროს რაზმსა და ინკების იმპერიის მმართველს შორის. ეს შეტაკება იყო კულმინაცია თითქმის ერთთვიანი პაექრობისა ესპანელებსა და ინკებს შორის, რომელიც მიდიოდა ყველანაირი მეთოდის – ჯაშუშობის, მზაკვრობისა თუ დიპლომატიის გამოყენებით. ატაულაპამ, აცტეკი მონტესუმასაგან განსხვავებით, კარგად იცოდა, რომ ეს ადამიანები (ესპანელები) ღმერთები არ იყვნენ და არც საერთო ჰქონდათ რამე მათთან. მან ოკუპანტები უზარმაზარი შემართებით და საბრძოლო მზადყოფნით მიიღო. ცნობილია, რომ ესპანელთა გამოჩენის შემდეგ, ატაჰუალპამ ესპანური ენა საკმაოდ კარგად და მოკლე დროში შეისწავლა. სწორედ ესპანურის ცოდნის წყალობით,ატაულაპამ სცადა რამდენიმე კონკისტადორი მოესყიდა და დაეყოლიებინა ცეცხლსასროლი იარაღისა და ცხენების მიყიდვაზე, რომლებიც მას თავისი არმიისთვის უნდოდა. 15 ნოემბრის საღამოს, პისარომ შეკრიბა თავისი ოფიცრები და გააცნო გეგმა, რომელიც მან "ისესხა" მექსიკაში, კორტესის გამოცდილებიდან: მას უნდოდა იმპერატორი ატაულაპა მოემწყვდია თავისი არმიის შუაგულში და ისე შეეპყრო. მაგრამ საკმაოდ გაშლილი და ფართო მინდვრის გამო, ეს ვერ განახორციელა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება