კაცუსიკა ჰოკუსაი (იაპონ. 葛飾北斎 , დ. 31 ოქტომბერი, 1760 — გ. 10 მაისი, 1849) — იაპონელი გრავიორი და მხატვარი. უკიიო-ს სკოლის უდიდესი წარმომადგენელი. მასზე გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების ჩინურმა პეიზაჟმა. 1780 წლიდან ქმნიდა ილუსტრაციებს, მხატვრულად გააფორმა 500-მდე წიგნი. უნიკალურ ფერად გრავიურებს ქმნიდა ხეზე. ამ მხატვრის გრავიურების ციკლი „ფუძიამის ოცდათექვსმეტი ხედი“, რომელშიც შედის „ზღვის ტალღებში კანაგავას სანაპიროსთან“ საქვეყნოდ არის ცნობილი.

ჰოკუსაი
კანაგავას დიდი ტალღა

ლიტერატურა რედაქტირება

  • მსოფლიოს დიდი ატლასი, გვ. 133, თბ., 2009.