კატალონიელების ქვეყანა

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: კატალონია.

კატალონიელების ქვეყანა, (კატ. Països Catalans) — ეროვნული ისტორიული ოლქი სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ბალეარის ზღვის სანაპიროზე და კუნძულებზე. ძირითადად მოიცავს ანდორას, ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში კატალონიის, ვალენსიის და ბალეარის კუნძულების ავტონომიურ რეგიონებს, ასევე არაგონის და მურსიის რეგიონების კატალონიელებით დასახლებულ ნაწილებს — ფრანხას და კარშეს, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტის ნაწილს და იტალიაში, სარდინიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ალგეროს. მთავარი ქალაქი და ნავსადგური — ბარსელონა. პირენეს ნახევარკუნძულზე კატალონიელების ქვეყანას უკავია თითქმის მთელი ლევანტე და პირენეის მთიანეთის აღმოსავლეთი ნაწილი.

კატალონიელების ქვეყანა
Països Catalans
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქიარ აქვს
უდიდესი ქალაქი ბარსელონა
ოფიციალური ენა კატალონიური, ესპანური, ფრანგული, იტალიური

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება