კარლოს სესარ სალვადორ არანია კასტანედა (ესპ. Carlos César Salvador Araña Castaneda, დ. 25 დეკემბერი, 1925, კახამარკა, პერუ — გ. 27 აპრილი, 1998, ლოს-ანჯელესი, აშშ) — ამერიკელი მწერალი და ანთროპოლოგი (ფილოსოფიის დოქტორი ანთროპოლოგიის განხრით), ეთნოგრაფი, ეზოთერიზმული ორიენტაციის მოაზროვნე და მისტიკოსი. მრავალი ბესტსელერის ავტორი, მისი წიგნები გარკვეული დროის განმავლობაში ანთროპოლოგიურ ლიტერატურას მიეკუთვნებოდა, თუმცა დღესდღეობით ანთროპოლოგიური აკადემიური გაერთიანებები მის წიგნებს უფრო მხატვრულ ლიტერატურად მიიჩნევენ, ვიდრე ანთროპოლოგიურად.

კარლოს კასტანედა
ესპ. Carlos Castaneda
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1925(1925-12-25)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი კახამარკა
გარდაცვალების თარიღი 27 აპრილი, 1998(1998-04-27)[1] [2] [3] [6] [4] [5](72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოს-ანჯელესი, აშშ
საქმიანობა ანთროპოლოგი, მწერალი[5] , რომანისტი, ესეისტი, ეთნოგრაფი და პოეტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი და ესე
მეუღლე Florinda Donner
ხელმოწერა
საიტი carlos-castaneda.com

ბიოგრაფია რედაქტირება

რაც უფრო მეტი იციან გარშემომყოფებმა, თუ რას წარმოადგენთ თქვენ და რას უნდა მოელოდონ თქვენგან, მით უფრო ძლიერად იზღუდება თქვენი თავისუფლება — კარლოს კასტანედა[7].

დაბადება რედაქტირება

დაბადების თარიღი მის ბიოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად რჩება. 1925 წელი — სწორედ ეს თარიღი დაასახელა კარლოსის დაბადების თარიღად ჟურნალმა „Time“ (გამოქვეყნდა 1973 წელს[8]). ერთ-ერთ ინტერვიუში კასტანედამ თავის დაბადების თარიღად 1935 წლის 25 დეკემბერი დაასახელა, დაბადების ადგილად კი სოფელი მაირიპორანი (ბრაზილია) დაასახელა[9]. ამის მიუხედავად კითხვები მისი დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ მაინც კითხვებს ბადებს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით მისი დაბადების ადგილი არა სოფელი მაირიპორანი, არამედ ქალაქი კახამარკაა, რომელიც პერუში მდებარეობს[10].

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ავტორიზებული ვერსია რედაქტირება

კარლოს კასტანედას თავდაპირველი სახელი კარლოს არანა იყო (Carlos Aranha; პორტ. aranha — ობობა) (1959 წელს, აშშ-ის მოქალაქეობის მიღებისას მან მიიღო დედის გვარი — კასტანედა და არა მამის გვარი — არანა). კარლოსი 1925 წლის 25 დეკემბერს სან-პაულუში (ბრაზილია) შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მისი დაბადებისას დედამისი — 15, ხოლო მამამისი — 17 წლის იყო. აღსაზრდელად პატარა კარლოსი დეიდას მიაბარეს, მას დეიდა მშობელი დედასავით შეუყვარდა, თუმცა როდესაც კარლოსი 6 წლის იყო დეიდა გარდაეცვალა, ხოლო 20 წლის ასაკში კი უკვე დედა. შემდეგ წლებში თავისი აბეზარი თვისებების გამო კარლოსი ხშირად ხვდებოდა გაუგებრობებში.

10-12 წლის ყმაწვილი სასწავლებლად ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ინტერნატში გააგზავნეს, ხოლო 15 წლის ასაკში კი აშშ-ში , სან-ფრანცისკოში, გადავიდა. როგორც ცნობილია, კარლოსს მშობლებმა სან-ფრანცისკოში ერთ-ერთ ოჯახში მიაკვლიეს, სადაც იგი ცხოვრობდა და თან სწავლობდა სკოლაში (Hollywood High School). როდესაც მან მიიღო საშუალო განათლების დიპლომი, ის სასწავლებლად მილანში მდებარე სახელოვნებო სასწავლებელში წავიდა, თუმცა მალევე მიატოვა სასწავლებელი და სან-ფრანცისკოში დაბრუნდა.

1955-59 წლებში მან გაიარა ლიტერატურის, ჟურნალისტიკის და ფსიქოლოგიის კურსები. ამ პერიოდში კარლოს ერთ-ერთი ფსიქოანალიტიკოსის თანაშემწედ მუშაობდა, სადაც მას თერაპიული პროცედურების დროს აუდიო ჩანაწერის გაკეთება ევალებოდა. კარლოსმა ერთხელ ამ აუდიო ჩანაწერების შესახებ თქვა: ამ ჩანაწერების საერთო რაოდენობა 4000-ს აღწევდა, მათ მოსმენისას მე ვტიროდი, რადგან ეს ჩანაწერები ჩემს შიშსა და სირცხვილს ასახავდა.

1959 წელს კარლოსმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო, დოკუმენტების შევსებისას ის სახელად უთითებდა კარლოს კასტანედას. ამავე წელს ჩაირიცხა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალში, ორი წლის შემდეგ კი დაამთავრა უნივერსიტეტი ანთროპოლოგიის განხრით.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • დონ ხუანის სწავლება: იაკების ცოდნის გზა (1968)
  • განცალკევებული რეალობა (1971)
  • მოგზაურობა იქსტლანში: დონ ხუანის გაკვეთილები (1972)
  • მოთხრობები ენერგიაზე (1974)
  • ენერგიის მეორე რგოლი (1977)
  • არწივის საჩუქარი (1981)
  • შინაგანი ცეცხლი (1984)
  • დუმილის ენერგია (1987)
  • სიზმრის ხელოვნება (1993)
  • მაგიური გასასვლელები: ძველი მექსიკელი შამანების პრაქტიკული სიბრძნე (1998)
  • დროის ბორბალი: ძველი მექსიკელი შამანები, მოსაზრებები მათ ცხოვრებაზე, სიკვდილი და სამყარო (1998)
  • უსასრულობის ენერგიული მხარე (1999)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  5. 5.0 5.1 5.2 The Fine Art Archive — 2003.
  6. Wepman D. Castaneda, Carlos (15 December 1925?–27 April 1998), anthropologist and writer // American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1401118
  7. Интервью Кита Томпсона с Карлосом Кастанедой // Журнал «New Age». Март — Апрель 1994 г.
  8. «Don Juan and the Sorcerer’s Apprentice» დაარქივებული 2013-02-05 საიტზე Wayback Machine. // TIME. — Mar. 5, 1973.(ინგლისური) (Вероятно, именно данный выпуск «TIME» послужил первоисточником рассматриваемой информации; на русском языке: Журнал «Тайм». «Дон Хуан и ученик мага» // Карлос Кастанеда. Лекции и интервью. — М.: София, 2006. С. 9—19.)
    Эта дата («25 декабря 1925») стоит и на опубликованных в Интернете фотокопии документа, озаглавленного как «Заявление о предоставлении прав гражданства Карлосу Кастанеде», и ксерокопии «Сертификата о смерти Карлоса Кастанеды»; степень достоверности обоих документов в данный момент неясна.
  9. Форт К. «Беседы с Карлосом Кастанедой» // Карлос Кастанеда. Лекции и интервью. — М.: София, 2006. С. 296.
  10. См. журнал «Тайм», 5 марта 1973 დაარქივებული 2011-03-13 საიტზე Wayback Machine. .(ინგლისური)