კარიბის გაერთიანება

კარიბის გაერთიანება (CARICOM) — ორგანიზაცია, რომელშიც შედის კარიბის ზღვის აუზის 15 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაზრდა, ამ ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებლის თანასწორად გადანაწილება და საგარეო პოლიტიკის კოორდინირება.[1] ორგანიზაციის მთავარ საქმიანობებს შორისაა ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირება და დაგეგმვის განვითარება; მის იურისდიქციაში მყოფი ნაკლებ განვითარებული ქვეყნებისთვის სპეციალური გეგმების შემუშავება და განხორციელება; მრავალი წევრისთვის ერთიან ბაზრად ოპერირება და რეგიონალური სავაჭრო დავების გადაწყვეტა. სამდივნო შტაბ-ბინა განთავსებულია გაიანის დედაქალაქ ჯორჯტაუნში.

კარიბის გაერთიანება
აბრევიატურა CARICOM
შეიქმნა 4 ივლისი, 1973 (ჩარაგუამასის ხელშეკრულებით)
სტატუსი მოქმედი
ტიპი მთავრობათშორისი ორგანიზაცია
მდებარეობა კარიბის ზღვის აუზი
წევრები 15 სრული წევრი
5 ასოცირებული წევრი
8 დამკვირვებელი
ენა ინგლისური
ესპანური
მდივანი ირვინ ლაროკი
კავშირები Committee for the Coordination of Statistical Activities
კარიბის გაერთიანება რუკა
კარიბის გაერთიანება რუკა
https://www.caricom.org/

მიუხედავად იმისა, რომ კარიბის გაერთიანება დააარსეს ძირითადად რეგიონის ინგლისურენოვანმა ქვეყნებმა, თანდათან ის მრავალენოვანი გახდა, როდესაც 1995 წლის 4 ივლისს თავის რიგებში მიიღო ნიდერლანდურენოვანი სურინამი და 2002 წლის 2 ივლისს ფრანგულენოვანი ჰაიტი. გარდა ამისა, გეგმაშია, რომ სამუშაო ენად გამოცხადდეს ესპანურიც.[2] 2012 წლის ივლისში, ორგანიცაზიამ გაავრცელა განცხადება, რომ გეგმავენ ფრანგულისა და ნიდერლანდურის ოფიციალურ ენებად გამოცხადებას.[3]

2001 წელს, წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა ხელი მოაწერეს ჩაგუარამასის ხელშეკრულების შესწორებულ ვარიანტს, რომელიც საერთო ბაზრის იდეის განხორციელების გზებს სახავდა. ხელშეკრულების შესწორებული ნაწილი მოიცავდა კარიბის სასამართლოს შექმნას. 2013 წლიდან, კარიბის გაერთიანების ბლოკი დომინიკელთა რესპუბლიკასთან, ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით მიბმულია ევროკომისიასთან, რაც CARIFORUM-ის სახელითაა ცნობილი.[4] ხელშეკრულება ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და CARIFORUM-ს ვაჭრობისა და ინვესტირების თვალსაზრისით თანაბარ უფლებებს აძლევს. შეთანხმების 234 თავის თანახმად, CARIFORUM-ისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტაზე ზრუნავს ევროსასამართლო.[5]

წევრები რედაქტირება

ორგანიზაციას ჰყავს 15 სრული წევრი, 5 ასოცირებული წევრი და 8 დამკვირვებელი. ასოცირებულ წევრთაგან ყველა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა.

CARICOM-ის წევრები
სტატუსი დახელი მიღების თარიღი შენიშვნა
სრული წევრი   ანტიგუა და ბარბუდა' 4 ივლისი 1974
  ბაჰამის კუნძულები 4 ივლისი 1983 არაა საბაჟო გაერთიანებათა წევრი
  ბარბადოსი 1 აგვისტო1973
  ბელიზი 1 მაისი 1974
  დომინიკა 1 მაისი 1974
  გრენადა 1 მაისი 1974
  გაიანა 1 აგვისტო1973
  ჰაიტი 2 ივლისი 2002 დროებითი წევრი 1998 წლის 4 ივლისიდან
  იამაიკა 1 აგვისტო1973
  მონსერატი 1 მაისი 1974 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
  სენტ-კიტსი და ნევისი 26 ივლისი 1974 შეუერთდა როგორც სენტ-კრისტოფერ-ნევის-ანგილია
  სენტ-ლუსია 1 მაისი 1974
  სენტ-ვინსენტი და გრენადინები 1 მაისი 1974
  სურინამი 4 ივლისი 1995
  ტრინიდადი და ტობაგო 1 აგვისტო1973
ასოცირებული   ანგილია ივლისი 1999 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
  ბერმუდა 2 ივლისი 2003 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ივლისი 1991 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
  კაიმანის კუნძულები 16 მაისი 2002 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
  ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები ივლისი 1991 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
დამკვირვებლები   არუბა ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია
  კოლუმბია
  კიურასაო ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია
  დომინიკელთა რესპუბლიკა
  მექსიკა
  პუერტო-რიკო აშშ
  სინტ-მარტენი ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია
  ვენესუელა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ramjeet, Oscar (2009-04-16). „CARICOM countries will speak with one voice in meetings with US and Canadian leaders“. Caribbean Net News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-20. ციტირების თარიღი: 2009-04-16. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-08. ციტირების თარიღი: 2013-07-11.
  3. COMMUNIQUÉ ISSUED AT THE CONCLUSION OF THE THIRTY-THIRD REGULAR MEETING OF THE CONFERENCE OF HEADS OF GOVERNMENT OF THE CARIBBEAN COMMUNITY, 4-6 JULY 2012, GROS ISLET, SAINT LUCIA დაარქივებული 16 January 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები "OFFICIAL LANGUAGE - Heads of Government recognized that, although English was the official language of the Community, the facility to communicate in their languages could enhance the participation of Haiti and Suriname in the integration process. They therefore requested the conduct of a study to examine the possibilities and implications, including costs, of introducing French and Dutch."
  4. Caribbean moves afoot to restructure CARIFORUM, Peter Richards, Tuesday April 12th 2011
  5. LETTER OF THE DAY - Privy Council and EPA დაარქივებული 2014-08-21 საიტზე Wayback Machine. , October 8, 2009, Jamaica Gleaner