კარიბა (ინგლ. Lake Kariba) — წყალსაცავი აფრიკაში, მდინარე ზამბეზიზე (ზამბია, ზიმბაბვე). აივსო 1958-1963 წწ. მდებარეობს ზღვის დონიდან 485 მ სიმაღლეზე. ფართობი — 5580 კმ², სიგრძე — 280 კმ, სიგანე — 40 კმ, მოცულობა — 180 კმ³. საშუალო სიღრმე — 31 მ, უდიდესი სიღრმე — 78 მ.

კარიბა
ინგლ. Lake Kariba

ტბის ხედი ორბიტიდან
კოორდინატები: 16°55′ ს. გ. 28°00′ ა. გ. / 16.917° ს. გ. 28.000° ა. გ. / -16.917; 28.000
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
ტერიტორიული ერთეული სამხრეთის პროვინცია
დასავლეთი მაშონალენდი, ჩრდილოეთი მატაბელელენდი
ზღვის დონიდან 485
სიგრძე 280 კმ
სიგანე 40 კმ
ფართობი 5580 კმ²
მოცულობა 180 კმ³
უდიდესი სიღრმე 78
საშუალო სიღრმე 31
აუზის ფართობი 663 000 კმ²
მდინარე ზამბეზი
შევსების წელი 1958-1963
ჰესი კარიბის ჰიდროელექტროსადგური
კარიბა — ზიმბაბვე
კარიბა
კარიბის წყალსაცავის კაშხალი

შექმნილია ძირითადად ენერგეტიკული და საირიგაციო მიზნებისათვის. გარდა ამისა, წყალსაცავი გამოიყენება სათევზაოდ. თევზების თავმოყრის ადგილებია მხოლოდ სანაპირო რაიონები. ბინადრობს რამდენიმე ათეული სახეობის თევზი.

კარიბა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური ტბაა. წყლის ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 17 °С-დან 32 °С-მდე. წყლის გამჭვირვალობა იცვლება 1-იდან 12 მ-მდე.

ნაპირები ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილია მრავალრიცხოვანი ყურეებით, უბეებითა და კუნძულებით. ტბას ხშირად დიდი რაოდენობით სტუმრობენ სპილოები. კარიბის წყალსაცავის სანაპიროებზე გაშენებულია სასტუმროები, ტურბაზები.

წყალსაცავიდან დაახლოებით 100 კმ-ში (მდინარე ზამბეზის აყოლებით) მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი ვიქტორია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება