კარეტერა-სენტრალი

კარეტერა-სენტრალი (ესპ. Carretera Central) — დასავლეთი-აღმოსავლეთის მიმართულების ავტომაგისტრალი, რომელიც მთელს სიგრძეზე კვეთს კუნძულ კუბას.

კარეტერა-სენტრალი
კარეტერა-სენტრალი ვილია-კლარას პროვინციაში

მშენებლობა ოფიციალურად 1927 წელს, ხერარდო მაჩადოს მმართველობისას დაიწყო.[1] მიემართება კუნძულ კუბის გასწვრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, პინარ-დელ-რიოდან ორიენტემდე. გზა ორზოლიანია. მას განსაკუთრებული ეკონომიკური ღირებულება გააჩნდა მაჩადოსა და ფულხენსიო ბატისტას ადმინისტრაციებისათვის. ის უზრუნველყოფდა შაქრის ლერწმის სწრაფ გადაადგილებას და პროვინციებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას.

კარეტერა ცენტრალი დასავლეთ კუბაში, ქალაქ პინარ-დელ-რიოში იწყება და ერთმანეთთან აერთებს მთავარ ქალაქებს, პროვინციებსა და მათ დედაქალაქებს, გარდა სიენფუეგოსისა. მისი სიგრძე 1 250 კმ-ია[2] და მთავრდება ბარაკოაში, გუანტანამოს პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება