კარენ ასლანიანი (დ. 22 ივლისი, 1995) — სომეხი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. ევროპის სამგზის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი 67 კგ წონით კატეგორიაში, 2018, 2019 და 2020 წლებში.[1][2][3] 2019 წელს წარადგინა სომხეთი მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა მატე ნემეშთან.[4]

კარენ ასლანიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 22 ივლისი, 1995(1995-07-22) (28 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი
სიმაღლე 165
წონა 63
ქვეყანა სომხეთი

მონაწილეობა მიიღო ტოკიოში, იაპონიაში გამართულ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 67 კგ წონით კატეგორიაში.[5]

კარიერა რედაქტირება

2015 წელს კარენ ასლანიანმა წარადგინა სომხეთი 2015 წლის მსოფლიო სამხედრო თამაშებზე, რომელიც მუნგიონში, სამხრეთ კორეაში გაიმართა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 66 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი. ფინალში დამარცხდა კორეელ კიმ ჯი-ჰუნთან.[6]

2018 წელს 67 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა კასპიისკში, რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 1/16 ფინალში ანგარიშით 5-3 დაამარცხა სერბი მოჭიდავე, მატე ნემეში. მეოთხედფინალში კარენ ასლანიანი ანგარიშით 3-6 დამარცხდა რუს არტემ სურკოვთან. რეპეშაჟის მეორე რაუნდში ასლანიანმა დაამარცხა აზერბაიჯანელი მეტოქე ელმან მუხთაროვი (ანგარიშით 5-3). ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ანგარიშით 7-2 დაამარცხა პოლონელი მოჭიდავე დავიდ კარეჩინსკი. [7]

2019 წელს 67 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა ბუქარესტში, რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 1/32 ფინალში ანგარიშით 0-4 დამარცხდა პოლონეთის სახელით მოასპარეზე გევორგ სააკიანთან. სააკიანის ფინალში გადასვლის გამო გადაერთო რეპეშაჟში, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში. რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში დაამარცხა ბელარუსი იარასლავ კარდაში, ანგარიშით 11-1. რეპეშაჟის მეორე შეხვედრაში დაამარცხა ბულგარელი მოჭიდავე კონსტანტინ სტასი, ანგარიშით 8-0. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დაამარცხა სერბი მატე ნემეში, ანგარიშით 4-2. [8]

2020 წელს 67 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა რომში, იტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 1/32 ფინალში დაამარცხა შვედი სიმონ ერლანდსონი. 1/16 ფინალში ანგარიშით 9-0 დაამარცხა ქართველი მოჭიდავე გიორგი შოთაძე. მეოთხედფინალში ანგარიშით 10-1 დაამარცხა სერბი მატე ნემეში. ნახევარფინალში დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელ ნაზირ აბდულაევთან, ანგარიშით 3-4. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაამარცხა უნგრელი მეტოქე, ანგარიშით 7-5.[9][3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 2018 European Wrestling Championships Results. ციტირების თარიღი: 12 April 2020
  2. 2019 European Wrestling Championships Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 12 April 2020
  3. 3.0 3.1 2020 European Wrestling Championships Results. ციტირების თარიღი: 12 April 2020
  4. 2019 European Games Wrestling Results. ციტირების თარიღი: 4 April 2020
  5. Shefferd, Neil (8 May 2021). „Armenia and Romania book multiple Tokyo 2020 places at UWW World Olympic Games qualifier“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 8 May 2021.
  6. Results Book. ციტირების თარიღი: 9 August 2020
  7. Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-11. ციტირების თარიღი: 2021-10-13.
  8. European Championships Bullettin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-12. ციტირების თარიღი: 2021-10-13.
  9. Etchells, Daniel (12 February 2020). „Armenia claim two Greco-Roman titles on day three of European Wrestling Championships“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 12 February 2020.