კარდანახი

სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში

კარდანახისოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 510 მეტრი, გურჯაანიდან 14 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3873 ადამიანი.

სოფელი
კარდანახი

კარდანახის ერთ-ერთი უბანი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი კარდანახი
კოორდინატები 41°40′20″ ჩ. გ. 45°53′13″ ა. გ. / 41.67222° ჩ. გ. 45.88694° ა. გ. / 41.67222; 45.88694
ცენტრის სიმაღლე 510
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3873[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კარდანახი — საქართველო
კარდანახი
კარდანახი — კახეთის მხარე
კარდანახი

ისტორია რედაქტირება

სოფელში გავრცელებული გვარია ვაჩნაძე. XVII საუკუნეში სოფელში დასახლდა აფხაზეთიდან გადასული შარვაშიძეების ერთი შტო, რომლებმაც შემდგომში მიიღეს გვარი აფხაზი.

კარდანახი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია ასევე მოხსენიებულია როგორც კარდენახი. სოფელში განვითარებულია მეურნეობის მრავალი დარგი, მათ შორის მემინდვრეობა, მეცხოველეობა და მევენახეობა. ხალხში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, სოფლის სახელი კარდანახი „კარგ ვენახთანაა“ დაკავშირებული. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „კარდანახს აქვს ვენახები აღმოსავლეთით და ღვინო აქაური კეთილ“. სოფელი ისტროიულად ქიზიყს მიეკუთვნება. იქაური ჯარი ბოდბელი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ უნდა მდგარიყო. კარდანახი თავდაპირველად საქართველოს, ხოლო შემდგომში კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVI-XVII საუკუნის მიჯნიდან მასზე ცალკეული ფეოდალები, ვაჩნაძეები, ანდრონიკაშვილები და აფხაზიშვილები იდებდნენ წილს. იოანე ბაგრატიონი თვლის, რომ აფხაზიშვილები კახეთში აფხაზეთიდან მოსულან. 1636 წელს, მეფე თეიმურაზს ისინი თავადების ხარისხით მიუღია და კარდახანში ყმა-მამული უბოძებია. კარდანახში მამულები ჰქონდათ ბარათაშვილებსაც. აღნიშნულ ფეოდალებს ერთმანეთთან დავა მამულებზე, სავარგულებზე წისქვილებზე და სასახლეებზე ჰქონდათ.

1719 წლის შეთანხმების თანახმად, ვახტანგ VI-მ ლეკებთან საბრძოლველად, კახეთის მეფე დავით II იმამყული ხანს ჯარი მიაშველა. ეს ჯარი, ყაფლანიშვილის მეთაურობით, მოსულან კარდანახში და აქ მთელი თვე უქმად იდგნენ, რადგან დავით იმამყული ხანმა ლეკებთან საბრძოლვევად არც კახელები და არც ქართლელები არ გაიყვანა.

თეიმურაზ II-ის 1737 წლის წყალობიდან ჩანს, რომ ამ დროისათვის სამეფო კარს კარდანახის ყმა-მამულის ერთ ნაწილზე საკუთარი საკუთრება აღუდგენია.

XVIII საუკუნის მეორე ნახეარში სამეფო ხელისუფლაბას სოფელში რამდენიმე ცილინდრული კოშკი აუგია. გარდა ამისა, კარდანახელები მონაწილეობდნენ სიღნაღის ციხე-კოშკების მშენებლობაში, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში თავსაც აფარებდნენ. სიღნაღის ციხის კოშკებს შორის ერთ-ერთს „კოშკი კარდანახისა“ რქმევია.

ივანე ჯავახიშვილი კარდანახს იმ სოფლებს შორის ასახელებს, რომლებშიც წმინდა გიორგის დღეობები გამორჩეულად აღინიშნებოდა.

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

სოფელში დაიაბადნენ:

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.