კარადრინა (ლათ. Spodoptera exigua) — პეპელა ხვატრისებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 26-34 მმ-ს აღწევს. წინა ფრთები მონაცრისფრო-მურაა, უკანა — თეთრი. მატლის ზომაა 25-26 მმ, ღია ან მუქი მწვანეა. კარადრინა გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ქვემო ვოლგისპირეთში, ამიერკავკასიაში, შუა აზიაში. ბამბის, ჭარხლის, პამიდვრის, იონჯისა და სხვათა მავნებელია. საქართველოში 3-4 თაობას იძლევა. ბრძოლის ღონისძიებანი: აგროტექნიკური ღონისძიებები, ნათესის დამუშავება ინსექტიციდებითა და ბიოპრეპარატებით.

კარადრინა

ლიტერატურა რედაქტირება