კაპორეტოს ბრძოლა — ბრძოლა ავსტრია-გერმანიის ჯარებსა და იტალიის მე-2 და მე-3 არმიებს შორის. მიმდინარეობდა 1917 წლის 24 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე კაპორეტოსთან (დასახლებული პუნქტი ჩრდილოეთ იტალიაში მდ. იზონცოს ნაპირზე) პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) დროს. ავსტრია-გერმანიის ჯარებმა სასტიკად დაამარცხეს იტალიის არმიები. იტალიამ ამ ბრძოლის შედეგად დაკარგა 14 ათ. კმ² ტერიტორია. ავსტრია-გერმანიის შეტევას იტალიის ფრონტზე, მიუხედავად წარმატებისა, არ შეუცვლია ანტანტის საერთო სტრატეგიული მდგომარეობა.

კაპორეტოს ბრძოლა

ლიტერატურა რედაქტირება