კაპიტან გრანტის შვილები

მრავალმნიშვნელოვანი

კაპიტან გრანტის შვილები“ — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი. დაწერილია 1867 წელს.

„კაპიტან გრანტის შვილები“
Les Enfants du capitaine Grant

ავტორი ჟიულ ვერნი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი სათავგადასავლო
გამომცემელი Pierre-Jules Hetzel
გამოცემის თარიღი 1867 - 1868
წინამორბედი დედამიწიდან მთვარემდე
მომდევნო ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

წიგნის სიუჟეტში მოთხრობილია შოტლანდიელი კაპიტან გრანტის შესახებ. მას შემდეგ რაც მის მიერ ზღვაში ჩაგდებულ ბოთლს პოულობენ, კაპიტანის საძებნელად მიემგზავრებიან შოტლანდიელი ლორდი და ლედი გლენარვანები. მათ მიჰყვებიან გრანტის შვილები, მერი და რობერტი. უცნობია, თუ სად განიცადა კატასტროფა გრანტის გემმა, ცნობილია მხოლოდ განედი - 37 გრადუსი. ნაწერები წერილში გაურკვეველია და ამიტომ მოგზაურთა გუნდი მრავალი დილემისა და გამოცანის წინაშე აღმოჩნდება.

გემ ’დუნკანით’ მოგზაურები თავდაპირველად მიემართებიან სამხრეთ ამერიკისაკენ. კიდევ ერთი, მაგრამ მოულოდნელი მგზავრია ექსცენტრიული ჟაკ პაგანელი (რომელიც აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას). გუნდი მოივლის პატაგონიას, ტრისტან და კუნიას კუნძულს, ამსტერდამის კუნძულსა და ავსტრალიას.

 
ეპიზოდი 1985 წლის საბჭოთა ფილმიდან "კაპიტან გრანტის შვილები"

მოგზაურები გაიცნობენ აირტონს, რომელიც მათ ჰპირდება კატასტროფის ადგილის ჩვენებას. მაგრამ იგი მოღალატეა, რომელსაც გრანტის გემის დაღუპვა არ უნახავს, ვინაიდან მანამდე მიტოვებული იქნა ავსტრალიაში - მას შემდეგ, რაც წარუმატებლად სცადა გემის მითვისება, მომავალში მეკობრეობის მიზნით. იგი ცდილობს დუნკანის დაუფლებას, მაგრამ კვლავ წარუმატებლად. გლენარვანები, გრანტის შვილები, პაგანელი და რამდენიმე მეზღვაური რჩებიან ავსტრალიაში და დარწმუნებულები არიან, რომ დუნკანი სამუდამოდ დაკარგეს. ამიტომ ისინი მიემართებიან ოკლენდში (ახალი ზელანდია), საიდანაც ევროპაში დაბრუნებას აპირებენ. მას შემდეგ, რაც მათი გემი განიცდის კატასტროფას ოკლენდის სამხრეთით, მოგზაურებს იჭერენ მაორის ტომის ადამიანები. ისინი მაინც გარბიან და პირველივე გემზე ადიან. მათთვის მოულოდნელად, ეს ’დუნკანი’ აღმოჩნდება.

აირტონი, რომელიც ახლა უკვე გემის ახალ მფლობელთა მონობაში იმყოფება, სთავაზობს მოგზაურებს ინფორმაციას გრანტზე. სანაცვლოდ იგი ითხოვს მის რომელიმე კუნძულზე დატოვებას. დუნკანი ტაბორის კუნძულისაკენ მიემართება, რომელიც კაპიტან გრანტის თავშესაფარი აღმოჩნდება. აირტონი სწორედ აქ რჩება.

ადაპტაციები რედაქტირება

  • 1877 - Los sobrinos del Capitán Grant ("კაპიტან გრანტის ძმისშვილები") - ესპანური ოპერეტა.

რესურსები რედაქტირება