კანადის გეოგრაფია

კანადას ტერიტორიის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია რუსეთის შემდეგ, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი. კანადას მთელი კონტინენტის 41 % უკავია.

კანადის ტოპოგრაფიული რუკა

ქვეყანა გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ბუნებით. ქვეყანა გაშენებულია მსოფლიოს სამი ოკეანის სამაპიროზე. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე, აღმოსავლეთიდან ატლანტის ოკეანე, ხოლო დასავლეთიდან წყნარი ოკეანე. ფიზიკურ-გეოგრაფიულ თვალსაზრისით ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყოფა 5 მთავარი რეგიონი: აპალაჩები და აკიდია (კანადის სამხრეთ აღმოსავლეთით და მდ. წმინდა ლავრენტის სამხრეთი რაიონი), კანადის ფარი, შიდა დაბლობი, დიდი ვაკეები (ქვეყნის ცენტრალური რაიონი) და კორდილიერები დასავლეთით. ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. მათი დიდი ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთითაა, უმკაცრეს კლიმატურ პირობებში ჩრდილოურ არქტიკულ ტერიტორიაზე. კანადა ჰიდროგრაფიული ქსელით უმდიდრესი ქვეყანაა, ქვეყანას მტკნარი წყლის ერთ-ერთი უდიდესი მარაგი გააჩნია. კანადა მდიდარია ფლორით და ფაუნით, უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. ქვეყნის სამხრეთით, ურბანიზებულ რაიონებში სერიოზული ეკოლოგიური პრობლემებია, სერიოზულადაა დაბინძურებული ატლანტის ოკეანის სანაპიროები.

კანადაში მრავლადაა დიდი მთები. ისინი ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია მოქცეული. კანადის ყველაზე დიდი მწვერვალია ლოგანი, 5610 მეტრი სიმაღლით. ქვეყანაში ასევე მრავლადაა ვულკანები, ისინი ძირითადად ტექტონიკურ ტერიტორიაზე, ქვეყნის დასავლეთით წყნარი ოკეანის სანაპიროსთან მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება