კანადის ალბომების ჩარტი

კანადის ალბომების ჩარტი — კანადაში მუსიკალური ალბომების გაყიდვების ოფიციალური ჰიტ-აღლუმი. გაყიდვების შედეგებს ყოველ ოთხშაბათს აფიქსირებს აშშ-ის კომპანია «Nielsen SoundScan» და ყოველ ხუთშაბათს Canadian Hot 100 და Canadian BDS Airplay Chart-ის ჩარტების შედეგებთან ერთად აქვეყნებენ ჟურნალები Jam!, Canoe და ბილბორდი.

ჩარტი შედგება 200 პოზიციისგან, მაგრამ Jam! საზოგადოებისთვის აქვეყნებს მხოლოდ პირველ 100 პოზიციას. მის ეკვივალენტ CD-სინგლებისგან (Canadian Singles Chart) განსხვავებით, კანადაში ალბომების გაყიდვა არ მცირდება ისე სწრაფად, როგორც CD სინგლების, ამიტომ Canadian Albums Chart რჩება კანადის ყველაზე უფრო პოპულარული ალბომის ყველაზე უფრო სანდო წყაროდ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება