კამპჰაენგ-პჰეტის ისტორიული პარკი

კამპჰაენგ-პჰეტის ისტორიული პარკიარქეოლოგიური ძეგლი ტაილანდში, კამპჰაენგ-პჰეტის პროვინციაში. სუხოტჰაისა და სი-სატჩანალაის ისტორიულ პარკებთან ერთად წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს საერთო სახელით — ქალაქი სუხოტაი და მასთან დაკავშირებული ისტორიული ქალაქები. პარკის მთავარი ღირებულება აქ წარმოდგენილი უძველესი ძეგლების არქეოლოგიური ნაშთებია.

კამპჰაენგ-პჰეტის ისტორიული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

პარკის რუკა
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 16°48′00″ ჩ. გ. 99°52′00″ ა. გ. / 16.80000° ჩ. გ. 99.86667° ა. გ. / 16.80000; 99.86667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 574
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 574
ინგლ.რუს.ფრ.

უძველეს ქალაქ კამპჰაენგ-პჰეტს, ზეომაღნიშნული ორი ქალაქის მსგავსად, გარკვეული დაგეგმარება ჰქონია, სადაც რელიგიური ძეგლები, ქალაქის ფარგლებშიც და მის გარეთაც, ერთგვარად გამოცალკევებულად მდებარეობდა. სტრუქტურები როგორც წესი, მოცულობით ფართოა და მინერალ ლატერიტით ნაგები.

ქალაქს გარს შემორტყმული კედელი და სხვა თავდაცვითი ნაგებობები მართკუთხა ფორმას აძლევენ, რომლის სიგრძე 300-700 მ-ია, სიგანე 2 200 მ.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება