კამიკაძე (იაპონ. 神風 — სიტყვასიტყვით „ღმერთების ქარი“) — სასიკვდილოდ გამიზნული მფრინავი იაპონიის შეიარაღებულ ძალებში მეორე მსოფლიო ომის დროს. კამიკაძე ერთჯერადი მოქმედების თვითმფრინავით ებრძოდა მოწინააღმდეგის ხომალდებს. 1945 წელს იაპონიის შეიარაღებულ ძალებში 5 ათასამდე ერთჯერადი მოქმედების თვითმფრინავი იყო. მას ჰქონდა მცირე რეაქტიული ძრავა და მოქმედების შეზღუდული რადიუსი. თვითმფრინავის თავში მოთავსებული იყო 1 ტონამდე ფეთქებადი ნივთიერება. კამიკაძის მიერ პილოტირებული თვითმფრინავი მიზანში შეჭრისთანავე ფეთქდებოდა. წყნარ ოკეანეში საომარი მოქმედების დროს 1944–1945 წლებში დაიღუპა დაახლოებით 2500–ზე მეტი კამიკაძე.

კამიკაძე მფრინავი კიოში ოგავა, რომელმაც 1945 წელს მიიტანა იერიში ამერიკულ ავია მზიდ USS Bunker Hill (CV-17)-ზე

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: