კალიფორნიის ნახევარკუნძული

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალიფორნია (მრავალმნიშვნელოვანი).

კალიფორნიის ნახევარკუნძული (ესპ. Península de Baja California) — ნახევარკუნძული მექსიკის დასავლეთ ნაწილში. მისი სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 1250 კილომეტრია. იგი წყნარი ოკეანისგან გამოყოფს კალიფორნიის ყურეს. ნახევარკუნძულის ფართობი 143,396 კვადრატულ კილომეტერს შეადგენს. მექსიკის ძირითად ტერიტორიასთან მიერთებულია ხმელეთის წვრილი ზოლით, რომელიც სონორას შტატს მიეკუთვნება. ნახევარკუნძულზე ოთხი უდაბნო მდებარეობს.

{{{სახელი}}}
კოორდინატები: 29° ჩ. გ. 114° დ. გ. / 29° ჩ. გ. 114° დ. გ. / 29; -114
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ფართობი 143,396 კმ²
აკვატორია წყნარი ოკეანე, კალიფორნიის ყურე

გეოლოგია რედაქტირება

უძველეს დროში, კალიფორნიის ნახევარკუნძული წარმოადგენდა ჩრდილოამერიკული ტექტონიკური ფილის ნაწილს. დაახლოებით 12-15 მილიონი წლის წინ, ამ ფილის დასავლეთ ნაწილმა დაიწყო მისგან გამოყოფა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნახევრაკუნძულად. დღეისათვის იგი ვულკანურად საკმაოდ აქტიურ ზონას წარმოადგენს.

ისტორია რედაქტირება

ჯერ კიდევ ნახევარკუნძულის აღმოჩენამდე, ევროპელი მკვლევრები ვარაუდობდნენ მისი არსებობის შესახებ. ეს მხოლოდ შემდგომში დადასტურდა, ერნან კორტესის მიერ მექსიკის დაპყრობის გაგრძელებისას, როდესაც გემები კალიფორნიის ყურის გავლით ნახევარკუნძულს მიადგნენ. სახელი „კალიფორნიაც“ სწორედ ესპანელებმა უწოდეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება