კალიოპე (ბერძ. Καλλιόπη „მშვენიერ ხმოსანი“) — ეპიკური პოეზიის მუზა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში.[1] დიოდოროს სიცილიელის ეტიმოლოგიის მიხედვით, სახელი მიიღო მშვენიერი სიტყვის შეძახებით (კალენ ოპა).[2]

ზევსისა და მნემოსინეს უფროსი ქალიშვილი (ერთ-ერთი 9 მუზათაგანი). ორფეოსისა და ლინოსის დედა აპოლონისაგან (ან ეაგრასაგან)[3]. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით რესის დედა. ზოგჯერ მოხსენიებულია როგორც კორიბანტების დედა.

სურათი მუზები ურანია და კალიოპეს დეტალი, სიმონ ვოუეტი, სადაც მას უჭირავს ოდისეა


შენიშვნები რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. მსოფლიო ხალხთა მითები. 1991-92. ტ.1. გვ.616
  2. დიოდოროს სიცილიელი. ისტორიული ბიბლიოთეკა
  3. ფსევდო-აპოლოდორი. მითოლოგიური ბიბლიოთეკა 13,1