კალათა (ლათ. calathidium) — მცენარის მონოპოდიური ყვავილედი, რომლის გაფართოებულ ყვავილსაჯდომზე (ღერძზე) ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი ბევრი პატარა ყვავილი (ენისებრი, მილისებრი და სხვა) ზის. ასეთი ყვავილედი აქვს რთულყვავილოვნებს (გვირილა, ბაბუაწვერა, მზესუმზირა), ზოგ ქოლგოსანს (ლურჯი ნარი) და მაჩიტასებს. კალათას გარშემო შემოხვეული აქვს მრავალფოთოლაკიანი საერთო საბურველი, რომელსაც ქმნის განაპირა ყვავილების მფარავი ფოთლები ან კიდევ კენწრული, სახეცვლილი ფოთლები.

მზესუმზირას (Helianthus annuus) კალათა

ლიტერატურა რედაქტირება