კაკოკუმი (ესპ. Cacocum) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ოლგინის პროვინციაში.

მუნიციპალიტეტი
კაკოკუმი
Cacocum
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია ოლგინი
კოორდინატები 20°44′38″ ჩ. გ. 76°19′27″ დ. გ. / 20.74389° ჩ. გ. 76.32417° დ. გ. / 20.74389; -76.32417
ფართობი 661 კმ²
ცენტრის სიმაღლე 75
მოსახლეობა 42 623 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 64,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-24
კაკოკუმი — კუბა
კაკოკუმი

მდებარეობს ქალაქ ოლგინისგან სამხრეთით, ქალაქ ბაიამოსა და კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალისგან აღმოსავლეთით. ტერიტორია მოიცავს ექსტრემალურად ბრტყელ რელიეფს, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთით, გრანმის პროვინციის საზღვრამდე. დასავლეთით ესაზღვრება ლას-ტუნასის პროვინცია, აღმოსავლეთით კი მისი უახლოესი მუნიციპალიტეტი — ბაგუანოსი.

კაკოკუმს ყველაზე დასახლებულ ნაწილში კვეთს რკინიგზა და კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალი. მთავარი ეკონომიკური საქმიანობა თავმოყრილია შაქრის გადამამუშავებელ ორ საწარმოში.

დემოგრაფია რედაქტირება

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 42 623 ადამიანს შეადგენდა.[1] 661 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 64,5 ადამიანი კმ²-ზე.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.