კაიმანისმაგვარი კუსებრნი

კაიმანისმაგვარი კუსებრნი (ლათ. Chelydridae), ქვეწარმავლების ოჯახი ფარულკისრიან კუთა ქვერიგისა. აქვთ მასიური და ოდნავ ამობურცული ბაკანი, წვერმოკაუჭებული მძლავრი ყბები. თითებს შორის საცურავი აპკი. ცნობილია 2 სახეობა: კაიმანისებრი კუ (Chelydra serpentina), რომელიც გვხვდება სამხრეთ კანადიდან ეკვადორამდე და ცხოვრობს მტკნარ წყალში; სვავისებრი კუ (Macroclemys temminckii), რომელიც ბინადრობს აშშ-ის სამხრეთ რაიონებში. ორივე სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს — იყენებენ ხორცს.

კაიმანისმაგვარი კუსებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Chelydridae

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 5, გვ. 320, თბ., 1980