კავკასიური ლეოპოლდია

კავკასიური ლეოპოლდია (ლათ. Leopoldia caucasica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს მოკლე ცილინდრული, კაშკაშა ლურჯ-იისფერი ყვავილსაფარი, ლურჯი ყვავილსაფრის კბილები; უნაყოფო, მოკლე, თავაკისებურ მტევან ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები; მათი ყუნწები რკალივითაა ამოღუნული. სქელი, ხაზური ან ფართოხაზური, ოდნავ რკალივით მოხრილი ან ღეროზე მოკლე ფოთლები. 20-40 სმ სიმაღლის ღერო. ყვავის აპრილ-მაისში. გავრცელებულია კავკასიის ეკორეგიონსა და ჩრდილოეთ ერაყში. საქართველოში გვხვდება კახეთში, ქართლსა და თრიალეთში. იზრდება მთის ქვედა, შუა და ზედა სარტყლებში, ქვა-ღორღიან ეკოტოპებზე, მთის ველების ფორმაციებში, ნახევრად უდაბნოებში, არიდულ მეჩხერ ტყეებში.[1] ზოგიერთი წყაროს მიხედვით ეკუთვნის ყაზახას (Muscari) გვარს.

კავკასიური ლეოპოლდია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  ლეოპოლდია
სახეობა:  კავკასიური ლეოპოლდია
ლათინური სახელი
Leopoldia caucasica (Griseb.) Losinsk., 1935

სქოლიო რედაქტირება

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 62.